პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში

საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს, – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ცოტა ხნის წინ გააკეთა. ვიზიტს ორი მიმართულება აქვს – სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა დოკუმენტებზე ორმხრივი ხელმოწერა, რის შემდეგაც სადირ ჟაპაროვმა და ირაკლი კობახიძემ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ითქვა, რომ ეს არის ისტორიული ვიზიტი, რომელიც ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს.

თათია ტაბეშაძე აშუქებს ვიზიტს და ბიშკეკიდან შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში – რა განცხადებები გაკეთდა ვიზიტის შემდეგ?