„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ღონისძიება

პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ბათუმში იმყოფება – ირაკლი კობახიძემ, აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დაათვალიერა. ასევე იმყოფებოდა საცურაო კომპლექსის მშენებლობაზეც, რომელიც ლადო ასათიანის 24 ნომერში მიმდინარეობს. რის შემდეგაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ღონისძიებას დაესწრო და კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული პროექტი ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ითვალისწინებს.

მერაბ წულუკიძე ისაუბრებს თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.