პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ
საქართველო, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი მთავარი ხიდი – ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა. გადაცემა Leaders Talk-ში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი და საქართველო ეკონომიკური კავშირებისა და სავაჭრო პარტნიორობისთვის ძალიან საინტერესო მარშრუტს ქმნიან.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის.