პრემიერ-მინისტრის გზავნილები – გამოხმაურება
პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, „დიფ სთეითის“ აგენტურის მიერ რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლითა და ვითარების ესკალაციით უნდა დასრულდეს, პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის თემაა. ოპოზიციის ნაწილი მთავრობის მეთაურს აკრიტიკებს და კობახიძის გზავნილებს პრორუსულსა და ანტიეროვნულს უწოდებს.
მმართველი გუნდი კი პრემიერ-მინისტრის აქცენტებს იზიარებს და აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით მყოფი აგენტურა ცდილობს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელი შეუშალოს.