პრემიერ-მინისტრის გზავნილები

12:11, 13.08.2026

ქვეყნის ტურისტული იმიჯის შელახვასა და საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი მთავრობის მეთაურს მწვავედ აკრიტიკებს და კობახიძის გზავნილებს პრორუსულსა და ანტიეროვნულს უწოდებს. მმართველი გუნდი კი პრემიერ-მინისტრის აქცენტებს იზიარებს და აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით მყოფი აგენტურა ცდილობს, ხელი შეუშალოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე „დიფ სთეითის“ ახალ გეგმასა და უცხო ძალების დავალებების ქართველ შემსრულებლებზე ისაუბრა. ახალი კოორდინირებული შეტევის მთავარ მიზნად, მთავრობის მეთაური რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას, ერებს შორის ზიზღის გაღვივებასა და რუსეთთან მაქსიმალურ ესკალაციას ასახელებს. ირაკლი კობახიძე გარე დირექტივების შესრულებაში ისევ ოპოზიციას ადანაშაულებს და ომში ჩათრევის მიზანმიმართულ მცდელობებზე მიუთითებს.

მსგავსი