პრემიერ-მინისტრის განცხადება

მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე და საყოველთაო კარანტინის პირობებშიც კი საქართველოს პორტები რჩება ღია და სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად ხორციელდება, – განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბათუმში გააკეთა. მთავრობის მეთაური ბათუმის პორტში ორ გემს დახვდა, რომლითაც ქვეყანაში ჯამურად 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა.

პრემიერმა ბათუმსა და ფოთში ქვეყნის მთავარი ნავსადგურების გამართულ საქმიანობას გაუსვა ხაზი. აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის წესები გამკაცრებულია.