პრემიერ-მინისტრის განცხადება

18:20, 28.03.2020

პრემიერმა სწრაფ ტესტებზე ოპოზიციის შეთავაზებას უპასუხა და განაცხადა, რომ თუ ვინმეს აქვს სურვილი, შეუძლია, მოქალაქეებს და ქვეყანას დაეხმაროს. ასევე, უპასუხა კითხვას, როდის წარადგენს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას და აღნიშნა, რომ გეგმა აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და გააზრებულია, მისი ნაწილი უკვე წარდგენილია, ხოლო მომდევნო ნაწილს მთავრობა მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

ასევე, პრემიერმა კომენტარი გააკეთა ქართველი ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საელჩოებს და მათ მთავრობა ორგანიზებულად დააბრუნებს სამშობლოში. ამაში სახელმწიფოს არავის დახმარება არ სჭირდება.

მსგავსი