პრემიერ-მინისტრის განცხადება

პრემიერმა სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ფასებზე, მაღალ ფასნამატსა და ამ კუთხით არსებულ პრობლემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, გაკეთდა ანალიზი, რომლის საშუალებითაც გაირკვა, რა იწვევს ფასების ზრდას. მისივე თქმით, საჭიროა კონსულტაციები როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ პროცესი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსა და სამართალდამცავ უწყებებში იწყება, შედეგს აუცილებლად გამოიღებს.