პრემიერ-მინისტრის განცხადება
ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერა და დაკისრებული დავალიანებების ჩამოწერა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობაც ჯამში მილიარდ ლარს აღწევს. ამის მიზეზად, ენერგეტიკის სისტემის განვითარება დასახელდა, სადაც ერთ-ერთ დაბრკოლებას – ჯარიმებისა და საურავების სახით დავალიანებები წარმოადგენს, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდათ. ამას გარდა, პრემიერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს ანა ბროლაძე დაესწრო, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.