პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი

საქართველო-ჩინეთის გაღრმავებული ურთიერთობები და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგი გამართა, სადაც კონკრეტული მაგალითებით, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის იმ წევრებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. მან ასევე, მადლიერება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს მოაწერა ხელი. პრემიერმა ასევე, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

თამუნა წიკლაური დაესწრო ბრიფინგს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.