პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება

პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება. გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, –  წერს გიორგი გახარია.

თვითიზოლაციაში იმყოფება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი.