პრემიერ-მინისტრი პარლამენტში

ქვეყანა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს, – ასე უპასუხა „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავრობის მეთაურმა. გიორგი გახარიამ რომან გოცირიძე დემაგოგიასა და ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ყველა პროგრამა, რომელიც მთავრობამ წარადგინა, ნიშნავს მოქალაქეზე ზრუნვას.

კითხვაზე პასუხისას პრემიერმა, პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად უკვე გადადგმული ნაბიჯები კიდევ ერთხელ დეტალურად განმარტა. მან ოპოზიციონერ დეპუტატს 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება შეახსენა, რომელიც მაშინ 332 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, ახლა კი ეს თანხა 1 მლრდ 76 მლნ ლარია.

თეონა მანაგაძე დეტალებით.

დატოვე კომენტარი