პრემიერ-მინისტრი აჭარაში იმყოფება

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრი ამ დროისთვის აჭარაში იმყოფება. გიორგი გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელებისგან რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

ასევე, პრემიერი ბათუმის პორტში ორ გემს დახვდა, რომლითაც ქვეყანაში ჯამურად 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა. გიორგი გახარია „აჭარის ტექსტილის“ საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესსაც გაეცნო.

პრემიერის ვიზიტს აჭარაში მერაბ წულუკიძე აშუქებს.