პირველი უზბეკურ-ქართული ტურისტული ფორუმი
სამარყანდმა პირველ ქართულ-უზბეკურ ტურისტულ ფორუმს უმასპინძლა – ისტორიულ ქალაქში ორი ქვეყნის ათეულობით ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ტურისტული ნაკადების გასაზრდელად დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები, ქართულმა კომპანიებმა დამსწრეებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნეს და მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრეს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით მდიდარ სამარყანდთან თბილისს პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს. ყოველ წელს უზბეკეთის ისტორიული ქალაქი, ისევე როგორც დედაქალაქი, სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. ცენტრალური აზიის ქვეყანა ტურიზმის დივერსიფიკაციის მხრივ საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
მდიდარი ტრადიციები, საუკუნეების განმავლობაში მკაცრად დაცული ადათ-წესები, უნიკალური არქიტექტურული შენობები და ისტორიული მემკვიდრეობა – შალვა სუმბაძის რეპორტაჟი უზბეკეთიდან.