პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში

21:23, 25.07.2026

ქუთაისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა. მრავალფუნქციური სივრცე განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას აერთიანებს.

ჰაბი სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, ტექნოლოგიური იდეები ერთ სივრცეში განავითარონ. უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის პოზიციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

მსგავსი