პირველი ქართული წიგნი ნეიროქირურგიაში

პირველი ქართული სახელმძღვანელო ნეიროქირურგიაში. 600-გვერდიანი სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს როგორც სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. წიგნი მირზა ხინიკაძის, ვლადიმერ წიქარიშვილისა და შოთა ინგოროყვას ავტორობით გამოიცა.

თეორიასთან ერთად, წიგნში განხილულია პრაქტიკული შედეგებიც. პრეზენტაცია ბათუმში მიმდინარე ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიური თერაპიის მერვე საერთაშორისო კონფერენციაზე მოეწყო.