პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ოთხი პაციენტი დატოვებს. კლინიკაში სულ 81 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რეანიმაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი იმყოფება.

ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტები არ ჰყავს არც თბილისის ზღვის ჰოსპიტალს. „ცხელების ცენტრიდან“ ლაბორატორიაში სულ 27 ნიმუში იყო გაგზავნილი, 26 პასუხი უარყოფითია, ერთი კი კვლევაში რჩება.