პიროტექნიკით დაშავებულები

პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 20-მდე მოქალაქეა კლინიკაში გადაყვანილი. ახალი წლის ღამეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში დამწვრობისა და დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით 33 შეტყობინება შევიდა. შემთხვევები დაფიქსირდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით, 208 გამოძახება დაფიქსირდა. 64 ადამიანი გადაიყვანეს კლინიკებში. რეგიონების მასშტაბით კი დაფიქსირდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა, ჰოსპიტალი დასჭირდა 67 პაციენტს.