პიროტექნიკის უნებართვო რეალიზაციაზე მონიტორინგი გამკაცრდა

15:18, 24.12.2025
ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის უნებართვო რეალიზაციაზე მონიტორინგი გამკაცრდა. მიზანი მოქალაქეების უსაფრთხოებაა. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ პოლიციასთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოვლენილი დამრღვევი მეწარმე სუბიექტები დააჯარიმა და უნებართვო სარეალიზაციო პროდუქციის კონფისკაცია განახორციელა.
შეგახსენებთ, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 6 000 ლარია.

მსგავსი