პირდაპირი რესიები-თბილისი მუმბაის მიმართულებით. ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება, მას აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO შეასრულებს. მუმბაი იქნება ინდოეთის მეორე ქალაქი, რომელიც დელის შემდეგ, საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო გზით იქნება დაკავშირებული. ჯამურად, ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ათი სიხშირით შესრულდება.
აქამდე ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს დელი-თბილისი-დელის მიმართულებით ყოველდღიურად ასრულებდა. 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი საჰაერო გზით 56,241 მგზავრი ჩამოვიდა. 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის 123 %-ით მატება დაფიქსირდა.