პირბადეების წარმოების პროცესი

პირბადეების მომარაგების მხრივ, პრობლემა მოხსნილია. ქართული წარმოების პირბადეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაიტანეს. მათ, პირველ რიგში, 70 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, ასევე იმ ადამიანებს დაურიგებენ, რომლებსაც შექმნილ ვითარებაში საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება უწევთ. პირბადეები პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დამზადდა.