პენიტენციური სამსახურის განცხადება

დაკავებულ პირს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადმოიბარეს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. აღნიშნული პირი 28 ივლისს დააკავეს, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 29 ივლისს ტემპერატურის მომატების მიზეზით გადაიყვანეს „ცხელების კლინიკაში“.

ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია და კონსულტაციების შედეგად გადაწყდება ბრალდებულის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა და მისი კოვიდკლინიკაში გადაყვანის საკითხი. ესკორტის სამი ოფიცერი, რომლებმაც ბრალდებული პირველ აგვისტოს ჩაიბარეს, თვითიზოლაციაში გადავიდნენ და მათ ტესტირება ჩაუტარდებათ. ბრალდებული პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.