49 წლის შემდეგ, პირველად საქართველო აღდგომის დღესასწაულს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარეშე ხვდება, ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად, მრევლი მის ეპისტოლეს ვეღარ მოისმენს, თუმცა პატრიარქმა, რომელმაც სიყვარულის დაუღალავ ქადაგებას შეალია 49 წელი და სათნოებათა საფეხურებით გაიარა სამოციქულო გზა, დაგვიტოვა არაერთი შეგონება, სულიერი საზრდო და გზამკვლევი. პატრიარქმა, რომელმაც აღსაყდრების დღიდან ქართველი ერის სიძლიერის გამოღვიძება დაისახა მიზნად, „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“ საკუთარი გარდაცვალებითაც გააერთიანა.
დესი ვარდოსანიძემ კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ილია მეორის სიყვარულით სავსე გზავნილებს.