პატიმრების გაქცევის საქმე
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ბადრაგის საქმეზე. აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს სხდომა გაიმართება. სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით, საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბადრაგირების განხორციელებისას დაკავებულმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარი. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.