პარტია „სამართლიანობისთვის“ ინიციატივა

პარტია „სამართლიანობისთვის“ ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას ეხმაურება. პარტიის ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი ავტორის, ზაზა წერეთლის თქმით, უნდა შეიქმნას დებულებები, რომლებიც შეეხება საგანგებო სიტუაციებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფას.

მისი თქმით, კოვიდპანდემიამ მსოფლიოს და საქართველოს დაანახა ის ხარვეზები, რაც ჯანდაცვის სექტორშია. პარტია გამოდის ინიციატივით, შემუშავდეს სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი სხვადასხვა სიტუაციაში სახელმწიფოს მიერ მართვის მაგალითები.