პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ. ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატებს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს და მათ კითხვებს უპასუხებს. ძირითადი კითხვები დეპუტატებს 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ექნებათ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

კანონმდებლები ჯანდაცვის მინისტრს ასევე სოციალური მუშაკების გათავისუფლების შესახებ დაუსვამენ კითხვებს. უკვე ცნობილია, რომ სხდომას ფრაქცია „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრება.