პარლამენტის თავმჯდომარის წერილი
„რატომ არის მოლდოვის ეკონომიკური ზრდა მინუსებში, ხოლო საქართველოსი – რეგიონში პირველი“ – აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მიზეზი მარტივია – მოლდოვამ დაუჯერა იმ რჩევებს, რომლებიც საქართველომ არ გაითვალისწინა.
პაპუაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი თვალდახუჭულად მიანიჭეს და მოლაპარაკებებიც სწრაფად გაუხსნეს, ქვეყნის ეკონომიკა მაინც ნეგატიურ მაჩვენებელშია. ხოლო საქართველომ, რომელმაც უარი თქვა რისკიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ რჩევებზე და ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელა, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდა ეკონომიკური მაჩვენებლები.