სამკვირიანი პაუზის შემდეგ პარლამენტი პლენარული სხდომისთვის ემზადება. თუმცა, კონკრეტული და განსახილველი თემები ჯერ უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ დღის წესრიგში იყოს საგანაგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მსჯელობა. საგანგებო რეჟიმის მოქმედება ერთ კვირაში, 21 აპრილს იწურება. თუმცა, წინასწარი განცხადებების მიხედვით, თარიღმა შესაძლოა გადაიწიოს.
პიკის მოახლოებასთან ერთად, მმართველი გუნდის ლიდერები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და დაწესებული შეზღუდვების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.