პარლამენტარებმა შიმშილობა შეწყვიტეს

შიმშილობა შეწყვიტა იმ ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. ექვსი დღის განმავლობაში შიმშილობდა ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, რომელმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას ასევე 14 ნოემბერს მიმართა და შიმშილობა მან გუშინ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შეწყვიტა. შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, კლინიკაშია გადაყვანილი ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე რეაბილიტაციის კურსს გადის.