პანდემიის ორი წელი

15:55, 30.03.2022

პანდემიის ორი წელი შეაჯამეს და ეპიდვითარების სტაბილურ დინამიკაზე ისაუბრეს ბოჭორიშვილის კლინიკაში. მედიკოსებმა ექიმთა საერთაშორისო დღესთან და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ისაუბრეს „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში ჟურნალისტების წვლილზე. ღონისძიების ბოლოს კლინიკის წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრები მედიის იმ წარმომადგენლებს გადასცეს, რომლებიც პანდემიას აქტიურად აშუქებდნენ.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 1 021 პაციენტი.

მსგავსი