პანდემია და ვაქცინაციის პროცესი

მიუ“ შტამი – მსოფლიოს კიდევ ერთი გამოწვევა. კორონავირუსის ახალი სახეობის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დაფიქსირებული. შტამი ჯერ კიდევ იანვარში კოლუმბიიდან გავრცელდა და ამ დროისთვის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია გამოვლენილი, მათ შორის თურქეთში.

მიუ“ საფრთხილო შტამის კატეგორიაში ჯერ არ გადაუყვანიათ, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ის შესაძლოა უკვე არსებული ვაქცინების მიმართ რეზისტენტული იყოს. საბედნიეროდ, „ბი 1“ „621“ ვარიანტს ჯერ არ მოუღწევია საქართველომდე, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა კლებისკენ მიდის.

ეპიდემიოლოგები მეხუთე ტალღას ახალი წლისთვის პროგნოზირებენ და ყველაზე სარისკო სეგმენტად 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფს ასახელებენ, რის გამოც პრიორიტეტად სწორედ ამ ჯგუფის სწრაფი ტემპებით ვაქცინაცია სახელდება.