პალერმოს ხმაურიან ქუჩებში უჩვეულო სიჩუმემ დაისადგურა

ახალი კორონავირუსის გამო, მთლიანი იტალია კარანტინის ზონად გამოცხადდა. ჩრდილოეთ იტალიის შემდეგ, შეზღუდვები მთელ ქვეყანაში გავრცელდა. მას შემდეგ, რაც იტალიის ხელისუფლებამ მოსახლეობას იზოლაციისკენ მოუწოდა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პალერმოს ქუჩები დაცარიელდა. იტალიის ერთ-ერთ ხმაურიან ქალაქში უჩვეულო სიჩუმემ დაისადგურა – რა ხდება სიცილიაში, მოკლე მოგზაურობა დაცარიელებულ პალერმოში.

ახალი დღე