პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში

უცვლელია ვითარება თბილისის ზღვის ჰოსპიტალში – ახალი ფაქტები არც აქ გამოვლენილა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 14 ტესტიდან, ვირუსზე ყველა უარყოფითია. კლინიკაში ამ წუთისთვის 25 პაციენტია. მათ „კოვიდ-19“ არ აქვთ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.