პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი უკვე სამი დღეა, არ ჰყავს. დადებითი ტენდენცია შეინიშნება „კოვიდ-19″-სგან გამოჯანმრთებულებთან მიმართებაშიც. დღეს კლინიკიდან ერთ ასეთ პაციენტს გაწერენ, რეტესტირების რეჟიმში კი კიდევ ხუთი პირი იმყოფება.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს 38 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა მოთავსებული. პაციენტის მდგომარეობას მისი ასაკი  და მწვავე პნევმონიაც ართულებს. კლინიკის ექიმები „კოვიდ-19“-ზე კიდევ რვა პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.