პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:02, 26.03.2020

მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ექიმების თქმით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამასთან, უკეთესად გრძნობს თავს ბავშვის დედაც, რომელიც მარნეულში იმყოფება.

რაც შეეხება ხუთ სამხედროს, რომელიც კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გადმოიყვანეს, მათი ანალიზის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. თუმცა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში, საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსის დიაგნოზით, 13 პაციენტი მკურნალობს.

 

მსგავსი