პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოთხი ახალი პაციენტი მკურნალობს. ორი ექთნის ასისტენტია, რომლებიც თბილისის ზღვის კლინიკაში მუშაობდნენ და, სავარაუდოდ, იმ 81 წლის პაციენტისგან დაინფიცირდნენ, რომლიც გუშინ გარდაიცვალა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 51 ადამიანი მკურნალობს. შვიდი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორია პაციენტთა ჯანმრთელობის შესახებ ბოლო ინფორმაცია, ახლა თათია ტაბეშაძე გვეტყვის, რომლიც კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგს ესწრებოდა.