პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

157 დადასტურებული შემთხვევა, 28 განკურნებული და ერთი გარდაცვლილი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის სულ 38 ინფიცირებული პაციენტია. მათ შორის არის 62 წლის ქალი მარნეულიდან, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თავს კარგად გრძნობს 13 წლის მოზარდი, რომელიც ამავე კლინიკაში იმყოფება. ნორმალურია ორივე ორსულის მდგომარეობაც. მძიმედ რჩება მხოლოდ 80 წლის ქალბატონი.

თათია ტაბეშაძემ მოისმინა კლინიკის დირექტორისგან ინფიცირებულთა შესახებ ბოლო ინფორმაცია და დეტალებს ახლა სწორედ ის მოგვიყვება.