პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის, ექიმების დაკვირვების ქვეშ 24 პაციენტი იმყოფება. მათ შორის არის ის სამი პირი, რომელსაც კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება თვითიზოლაციასა და საკარანტინო ზონებში მყოფ პირებს, ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს შესაბამის ცნობას, რის საფუძველზეც დამსაქმებლის მიერ გაცდენილი დღეების ანაზღაურება მოხდება.

თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.