პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამ დრომდე უცნობია, აქვს თუ არა კორონავირუსი ორ ჩვილს, რომელიც საკარანტინო ზონიდან დღეს დილით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ასევე აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემა.

ამ დროისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული სულ 13 პაციენტი იმყოფება, რომელთა შორისაა ბოლნისიდან გუშინ გადმოყვანილი ორსული ქალი, რომლის მდგომარეობაც ამ ეტაპზე სტაბილურია.