ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

10:10, 13.04.2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, 45 პაციენტი კი კლინიკიდან უკვე გაეწერა. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ორი მძიმე პაციენტიდან ერთის შემთხვევაში, დადებითი დინამიკა შეინიშნება. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ხუთი პაციენტისთვის აღებული ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

მსგავსი