ოთხმა სახელმწიფო კლინიკამ KTQ-ს საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა – თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს, რუხისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოებს საერთაშორისო სტანდარტების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო კომპანია KTQ-ს დირექტორს შეხვდა.