ორი კვირის განმავლობაში ქართულმა საწარმოებმა მილიონი პირბადე დაამზადეს

ორი კვირის განმავლობაში ექვსმა ქართულმა საწარმომ უკვე მილიონი პირბადე დაამზადა. მათ რიცხვს ორშაბათიდან კიდევ ორი საწარმო შეემატება. „აჭარის ტექსტილის“ საწარმოში დღეს პრემიერს უმასპინძლეს. გიორგი გიორგი გახარია პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პირბადეებზე მსოფლიოში შექმნილი დეფიციტის გათვალისწინებით. საწარმოში დასაქმებულია 3200 ადამიანი, ეს კი პრემიერის განცხადებით, იმას ნიშნავს, რომ შექმნილი კრიზისის მიუხედავად, ამდენივე ოჯახს შემოსავლის წყარო უნარჩუნდება.