„ოქროს ბრენდის“ ყოველწლიური დაჯილდოება   

ბიზნეს ოსკარად წოდებული „ოქროს ბრენდის“ ყოველწლიური, რიგით მეთხუთმეტე ცერემონია გაიმართა. „ოქროს ბრენდი“ წარმატებული ბიზნესპროექტებისთვის მთავარი ჯილდოა, რომელსაც ექსპერტები და მომხმარებლები ერთობლივად და ღიად ირჩევენ.

„ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება, წელს კი ეს ტიტული სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით, 48 ბრენდმა მიიღო. ღონისძიებას ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.