ონლაინკლინიკა ჯანმოს ყურადღების ცენტრში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოში ონლაინკლინიკის მუშაობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ონლაინკლინიკის ფარგლებში, 5000-ზე მეტმა პაციენტმა სამედიცინო მომსახურება მიიღო და კოვიდი დაამარცხა“. ამ სტატისტიკისა და ტელემედიცინის ეფექტიანობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს. სტატიას, რომელიც კახეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე მოქმედ ონლაინკლინიკაში დანერგილ წარმატებულ საპილოტე პროექტს და მის ავტორს ეხება, სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოც ახლავს.

„ეს არის 2020-2025 წლების ევროპული პროგრამის ერთ-ერთი ინიციატივის ამოქმედების მაგალითი, რომელიც ციფრული ჯანდაცვის  გაძლიერებას ემსახურება. ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ციფრულ ჯანდაცვას დააჩქაროს და გააუმჯობესოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი და ადამიანების საჭიროებებზე უფრო მეტად მორგებული გახადოს“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.