ონლაინკაზინოების რეგულირების საკითხი

საქართველოს მთავრობა ონლაინკაზინოებს რეგულაციებს უმკაცრებს. შესაძლოა, საბოლოოდ მათი აკრძალვაც მოხდეს. ოფიციალური ინფორმაციით, ყოველწლიურად ქვეყნიდან ონლაინკაზინოების მეშვეობით მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება.

ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ საკითხი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მისი გადაწყვეტა, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.