ონკოლოგიური პაციენტების პრობლემები  

სიმსივნით დაავადებული პაციენტები ხელისუფლებას დაფინანსების პროგრამების გაფართოებას სთხოვენ. დიაგნოზის დასმის შემდეგ, მოქალაქეებს ოპერაციის დაგეგმვამდე და მკურნალობის დაწყებამდე არაერთი კვლევის ჩატარება უწევს, რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. თუმცა, კვლევების დიდ ნაწილს სახელმწიფო არ აფინანსებს. და ეს მაშინ, როცა ყოველ წელს ონკოლოგიურ პაციენტთა რაოდენობა საშუალოდ 10 000-ით იზრდება. ცალკე პრობლემაა ონკოლოგიურ საავადმყოფოში არსებული ვითარება, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს.

მარიამ აფციაური დაინტერესდა, აპირებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო დაფინანსების არსებულ სქემაში კორექტივების შეტანას.