ომის მეთვრამეტე დღე უკრაინაში

დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ჟენევის კონვენციით აკრძალული იარაღის გამოყენება და ჟურნალისტის მკვლელობა ირპენში, – ასეთია ომის მე-18 დღის მთავარი მოვლენები. რუსეთი აგრესიულ შეტევას არ წყვეტს, უკრაინა კი ისევ „ცის დაკეტვას“ ითხოვს. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ზელენსკისა და პუტინის სავარაუდო შეხვედრის შესახებ. არ არის გამორიცხული, ორი ქვეყნის პრეზიდენტის მოლაპარაკებებს იერუსალიმმა უმასპინძლოს. ამასთან, საომარი მოქმედებების ფონზე, ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნის მიზნით, რუსი ოკუპანტები რეფერენდუმს გეგმავენ. შესაძლო ბლოკადისათვის ემზადება კიევი. დედაქალაქში საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ორი კვირის მარაგია მობილიზებული. მკაცრია საერთაშორისო გამოხმაურებები.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენება არ გამორიცხა.