ომის ერთი წელი - „მოამბე“ კიევიდან

დღე, რომელმაც მსოფლიოს დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს კიევის მოსახლეობა განგაშის სიგნალმა გააღვიძა. ათასობით სარაკეტო დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ათი ათასობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, ოკუპირებული ბირთული ობიექტები და ამ ფონზე ბირთვული იარაღის გამოყენების მუდმივი მუქარა, დევნილად ქცეული მილიონობით ადამიანი – ასეთია რუსეთის სასტიკი აგრესიის შედეგები. ერთი წლის შემდეგ უკრაინა მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობს და ომის ახალ ეტაპზე გადასასვლელად და კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის ემზადება. დილიდან უკრაინის დედაქალაქში მემორიალური ღონისძიებები მიმდინარეობს, მოეწყო სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაც. კიევში იმყოფებიან მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის საპარლამენტო დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნიდან.

„მოამბე“ კიევშია, – ლევან ახალაია დეტალებით უკრაინის დედაქალაქიდან.