„ომიკრონის“ გავრცელების საგანგაშო მაჩვენებელი

ომიკრონის” აქტიური ცირკულირების მძიმე შედეგები – ქვეყანა პანდემიის მეექვსე ტალღის ყველაზე რთულ ფაზაში შედის. დღეს კორონავირუსით ინფიცირებულებს კიდევ 8 000-მდე მოქალაქე დაემატა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულზეა და 22%-ს აღწევს. გავრცელების მხრივ, თბილისი, იმერეთი და აჭარა პირველ სამეულშია.

სამხრეთ აფრიკული შტამის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს რისკჯგუფებში მოსალოდნელ გართულებებზე აფრთხილებენ. იმედისმომცემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადება, რომლის მიხედვით, „ომიკრონმა“, შესაძლოა, ევროპაში პანდემია დაასრულოს. არის თუ არა სამხრეთ აფრიკული შტამი პანდემიის დასასრულის მანიშნებელი – ამ საკითხზე ექიმების პოზიციები იყოფა.