ომი უკრაინაში - „მოამბე“ ჩერნიგოვიდან

კადრები უკრაინის იმ ქალაქიდან, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო.

ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვში დღეს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი შევიდა. 400 000 ადამიანით დასახლებულ ქალაქში უმძიმესი სურათია: დაიღუპა 700-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, ქალაქის ზოგიერთი რაიონი კი ავია-იერიშების შედეგად პრაქტიკულად აღარ არსებობს. ომის დაწყებისთანავე ჩერნიგოვი საომარი მოქმედებების ეპიცენტრში აღმოჩნდა, კვირების განმავლობაში ის ინტენსიურად იბომბებოდა, თუმცა რუსმა სამხედროებმა მისი დაკავება მაინც ვერ მოახერხეს. სარაკეტო დარტყმების შედეგად შენობები მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეულია, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილი. ნგრევის მასშტაბი დიდია.

რატი ხვისტანი და დათო ცირიკიძე ჩერნიგოვიდან.